ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აკრძალვებს აზარტული თამაშების შესახებ, რომელსაც წელიწადის წინ შეგვპირდით და ყოველთვიურად აჭიანურებთ?, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ყოველი მეორე ახალგაზრდა აზარტულ თამაშებშია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა პარლამენტის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნოდა.