შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, დავით გარეჯსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა სწორედ სპეციალური კომისიის ფარგლებში უნდა განიხილოს ეს სენსიტიური საკითხი.
„კარგია, რომ აღდგა კომისიის მუშაობა. ვფიქრობ, საშუალება უნდა მივცეთ იმას, რომ მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა სწორედ ასეთ, სამუშაო რეჟიმში, სპეციალური კომისიის ფარგლებში, განიხილონ ეს ორივე მხარისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხი ორივე მხარისთვის მისაღებად გადაწყდება.
„მე ვარ დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომლებიც არიან სტრატეგიული პარტნიორები , ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ორივე მხარისთვის მისაღებად და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კომისიის მუშაობას უნდა დაველოდოთ ჩვენ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.