“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანაკლიის პორტის სახელმწიფო პრიორიტეტული სტატუსი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, მისი საბოტირება ნებისმიერი ფორმით არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე, ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს როგორც შემსრულებელი, ასევე დამკვეთი”
სოციალური ქსელი; პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი;
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.