ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება – ქუთაისის საკრებულოს წევრი

ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.

“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ”, – წერს კოსტავა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.

 

იტვირთბა....