სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ყოფილი ლექტორისა და ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის განცხადებით, მის მიმართ პროვოკაცია გარკვეული პრეიოდის განმავლობაში მზადდებოდა.
მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი დანაშული არ იკვეთება.
“ეს პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს რა თქმა უნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ იკვეთება დანაშაულებრივი. დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. დაველოდოთ შედეგებს. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც მიზანმიმართულად სურდათ მოეხდინათ ჩემი ოჯახის, ახლობლების, მეგობრების, წრის დისკრედიტაცია. სურდათ ჩამოვეშორებინე საუნივერსიტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას. მე ამას ვგრძნობდი კიდევაც. საგამოძიებო ორგანოები დააზუსტებენ ვისზეა საუბარი. მე პროფესორი კაცი ვარ, არ დავარღვევ არცერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომელბმაც ცილისმწამებლური, ძალიან ბინძური, შეურაცმყოფელი სკანდალი ამიგორეს. მერე როცა ყველაფერი გაირკვევა დაგირეკავთ და გაგაგებინებთ დეტალებს”. – განუცხადა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში ბათუმის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტმა დაადანაშაულა.
უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ ლექტორს, 28 მაისს ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება კომისიის შვიდივე წევრმა ერთხმად მიიღო.