aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკური ელფერი შესძინონ საარჩევნო ბანერების საკითხს” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბლოკი “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” წევრის, სანდრო ბარამიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ თუ არ იციან როგორ ხდება ნებართვის მიღება პლაკატებისა და ბანერების განთავსებაზე, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში და იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ხელოვნურად პოლიტიკური ელფერი შესძინოს საარჩევნო ბანერების განთავსების საკითხს.

„არაფერ შუაში არ არის კულტურის სამინისტრო. ისიც ტყუილია, თითქოს მერია ვინმეს ამისამართებს. ყველაფერს აქვს თავისი წესი. ბატონმა შავგულიძემ და ბატონმა ბარამიძემაც ეს ძალიან კარგად იციან. მათ უნდათ, ხელოვნურად, პოლიტიკურად აწიონ თემა. იციან, რომ დამარცხებულები არიან, განწირულები არიან მარცხისთვის და ცდილობენ, ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის.

საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ძლიერი იურისტი გვყავს და შეგიძლიათ, მათაც ჰკითხოთ, თუ როგორ გაიცემა ზოგადად ნებართვა პლაკატების და ბანერების განთავსებაზე. თუ არ აქვთ ამის კომპეტენცია, შეუძლიათ, მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს. რეგულაცია არის საკრებულოს დამტკიცებული და იმის შესაბამისად ხდება ბანერების განთავსება“, – განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ შალვა შავგულიძის ბანერების საკითხთან დაკავშირებით მერიას მიმართა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება, საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს ოთხ ივნისამდე იღებს.

 

იტვირთბა....