გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონების მოწყობა დასრულდა, კიდევ 11 მისამართზე კი იწყება.
გასართობი ზონები უკვე მოეწყო ზაჰესში, აფხაიძის N7-9 კორპუსების და ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ, გმირ კურსანტთა III შესახვევის N2-4, ბიჭვინთის N1-3-3ა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22, მეორე მიკრორაიონის N46-47 , მესამე მიკრორაიონის N82 და N86 კორპუსების მიმდებარედ. ასევე, ავჭალა, კაჭარავას ქუჩა N37-ის და ბაღნარის N47 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.
სამუშაოებზე, რომელიც შპს „ჩვენი ჯგუფის“ მიერ განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 278 ლარი დაიხარჯა.