“ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები”
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ამის შესახებ კიევის ბორისპოლის აეროპორტში განუცხადა.
შეგახსენებთ, სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.