ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 30 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), მეველეს, თრიალეთის, გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, გუდიაშვილის, ვანაძის, ასათიანის, ჯორჯაძის, ლეონიძის, ვასო აბაშიძის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, მანჯგალაძის, განათლების, მთაწმინდის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის და უკლებას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის II ქუჩის, ზიგზაგის, ბოგვის, ჟინვალის, გვაზაურის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაინის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაინების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და თანდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამი “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....