„ზელენსკი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლავთ, ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა უკრაინაში თუ რაში წაადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე ხნის წინ პუტინმა თხოვა ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ზელენსკის სხვა ადამიანებიც თხოვდნენ, მაგალითად, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები“.
ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.
სააკაშვილმა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით 22 მაისს მიმართა.