ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ყოფილი ქართველით დაიწყეთ” – ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება პუტინმა ურჩია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია ადამანების უფლების დაცვა მიხეილ სააკაშვილით დაეწყო და მისთვის უკრაინის მოქალაქეობა დაებრუნებინა.ამის შესახებ ინფორმაციას პოპუარული საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” ავრცელებს.

“რაც შეეხება თავისუფლებას, ამ მხრივ კარგი იქნებოდა რუსეთიდან კი არა, რუსებისგან კი არა, მაგალითად ქართველისგან ან ყოფილი ქართველისგან დაგვეწყო. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა უკრაინული პასპორტი დაგვებრუნებინა ადამიანისთის, რომელიც ადრე ქართველი იყო და დღეს თავს უკრაინელად თვლის, რათქმაუნდა მიხეილ ნიკოლაევიჩს ვგულიხმობ” – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ წაართვეს და გააძევეს ქვეყნიდან. მის გარდა ბევრ უკრაინელსაც მოუწია ქვეყნის უსამართლოდ დატოვება. ისინი ყველა წინა რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ.

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.

სააკაშვილმა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით 22 მაისს მიმართა

იტვირთბა....