მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, შეიძება ვლადიმერ ზელენსკიმ არ იცოდეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე უკრაინაში საქმეა აღძრული.
„მასზე არის აღძრული საქმე სახელმწიფო ღალატის გამო რუსეთის ანუ იანუკოვიჩთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ზელენსკი შეიძლება საქმის კურსში არ არის, ახალი დანიშნულია. მთავარი არის ის, რომ სააკაშვილს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში და ის საქმე, რომელიც მასთან დაკავშირებით არის აღძრული უკრაინაში, ის აუცილებლად გაგრძელდება” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.
სააკაშვილმა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით 22 მაისს მიმართა