ბაქოში, დღეს გასამართ ევროპის ლიგის ფინალისთვის, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და ამავე ქალაქის გრანდი “არსენალი” დაუპირისპირდებიან, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული.
მოგეხსენებათ, ლონდონის “არსენალის” სომხური წარმომავლობის ვარსკვლავი ჰენრიხ მხითარიანის ბაქოში ჩასვლაზე, ცნობილი მიზეზების გამო, ბაქოში უარი განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელის მხარდასაჭერად “არსენალის” ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მაისურზე მხითარიანის გვარი დაეწერათ და ასეთი სახით გამოეხატათ მხარდაჭერა. თუმცა, უეფამ ამაზეც უარი განაცხადა.
ახლა კი, როგორც ამ ვიდეოზე ჩანს, აზერბაიჯანელმა პოლიციელმა გააჩერა “არსენალის” ერთ-ერთი ფანი, რომელსაც მხითარიანის მაისური ეცვა. თუმცა, რაციით, ხელმძღვანელობასთან რამდენიმეწამიანი კონსულტაციის შემდეგ, გულშემატკივარი გაუშვეს.