ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მიხეილ სააკაშვილი მოღალატეა” – უკრაინის გენპროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ უკრაინის მოღალატედ მიიჩნევს.

ინფორმაცია მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განაცხადა, როდესაც „ერ-ბე-კა-უკრაინას“ რედაქტორის კითხვას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა? მან „არა” უპასუხა. “ის მოღალატეა“ – დაამატა ლუცენკომ.

სააგენტო „უნიანის“ თანახმად, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის ინკრიმინირებული, მათ შორის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

იტვირთბა....