ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოროშენკოს მხრიდან პოლიტიკური შურისძიება” – ტიმოშენკო

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშნკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა მიულოცა. მისი თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, პეტრო პოროშენკოს მხრიდან პოლიტიკური შურისძიება იყო.

„მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოროშენკოს მხრიდან პოლიტიკური შურისძიება. ეს იყო სამართლებრივი განუკითხაობა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალი არსებობს და მისთვის უნდა იბრძოლო. მიხარია, რომ დღეს სამართალი აღდგა და სააკაშვილი ისევ უკრაინის მოქალაქეა. ვულოცავ!“, – წერს ტიმოშენკო Facebook-ის გვერდზე.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეობა დღეს აღუდგინა. სააკაშვილი კიევში ჩასვლას ხვალისთვის გეგმავს.

იტვირთბა....