ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა მწვავე რეაქცია გვექნება ვაკის პრაკში მომხდარი სამარცხვინო მარშის გამო, მერე აზერბაიჯანელი პროვოკატორები ვეღარ გვაკადრებენ მსგავსს” – ჩარკვიანი

“როცა მწვავე რეაქცია გვექნება ვაკის პრაკში მომხდარი სამარცხვინო მარშის გამო, მერე აზერბაიჯანელი პროვოკატორები ვეღარ გვაკადრებენ მსგავსს” – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლიანობის” თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა “TV პირველის” ეთერში ისაუბრა და შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა.

“რასაც გაეკარა ყველაფერი დააზიანა, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, დავით-გარეჯის საკითხი წლების მანძლზე დგას, ჯერ კიდევ 20-იანი წლებიდან, მაგრამ ასეთი ვითარება არ გქვონია.

გარდა ამისა, ჩარკვიანმა ახსენა ისტორიული დოკუმენტი, რომელიც 1921 წელს შეიქმნა და რომლის მიხდევითაც დავით-გარეჯის აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეყვანა ოკუპაციადაა მიჩნეული.

“მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო რამ არსებობს – 21 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტით ეს ვითარება მიჩნეულია ოკუპაციად, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, თუ კი ეს დოკუმენტი არსებობს, და ცხადია არსებობს, მის მიხედვით არ მუშაობს არაფერი რომ ეს ტერიტორია არის სხვისი, ამით ანულირება ხდება ყველაფრის. დავით-გარეჯი არის საქართველო” – განაცხადა ჩარკვიანმა

იტვირთბა....