გლდანი-დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს .
შსს-ში აცხადებენ, რომ მოძრაობა ხიდზე გადატვირთულია, თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ.
შეგახსენებთ, გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.