პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილსთვის უკრაინის მოქალაქეობის დუბრუნებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ, იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს
მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
“უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმერ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.