ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია – უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა და აღდგა სამართლიანობა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის ტემას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართლიანობა აღდგა.

„ყველგან, ყოველთვის ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა, გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა. შესაბამისად აღდგა სამართლიანობა, შესაბამისად აღსდგება სამართლიანობა საქართველოში. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, მათ შორის ვგულისხმობ ივანიშვილს რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა ბატონმა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო ხალხმა დაამარცხა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, ბატონ პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა, იგივე მოხდება საქართველოშიც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....