ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვიციანი კილაძეს – იქნება თუ არა პირდაპირ ეთერში გვარამიას გინება აკრძალული?

იქნება თუ არა პირდაპირ ეთერში გინება აკრძალული? – ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს პლენარულ სხდომაზე მიმართა.

“ეს საზოგადოება, რომელიც ბავშვები თანდასწრებით იგინებიან, ილანძღებიან, ასეთი შემთხვევა თუ არის დაფიქსირებული.  მით უმეტეს, ტელევიზიაში, ტელევიზიის, ერთ-ერთი ისეთი ყურებადი ტელევიზიის როგორიც არის “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი რომ გამოდის და პირდპაირ ეთერში იგინება. იქნება თუ არა ეს აკრძალული?”, – განაცხადა კვიციანმა.

პარლამენტი ამ წუთებში ბავშვთა კოდექსს პირველი მოსმენით იხილავს, რომელზეც მომხსენებელი სოფო კილაძეა.

იტვირთბა....