“ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად დასმული საპატრიარქოს ხმა;
საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული ის არის საპატრიარქოს ინიციატივების გამჟღერებელი;
ყველა ინიციატივა რომელიც მან გააჟღერა პარლამენტში, არის საპატრიარქოდან წამოსული იდეები;
ნებისმიერ სხვა თემაზე, რომელიც ნაკლებად აინტერესებს საპატრიარქოს, მისი პასუხია – ეს არ არის პრეზიდენტის საქმე;
ადმინისტრაციის უფროსად პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის გადაყვანა – იგივეზე მეტყველებს;
ამიტომ:
ის რაც ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ილაპარაკა / გააფუჭა გარეჯასთან მიმართებაში – ასევე არის საპატრიარქოს ინიციატივა;
ვის ინტერესებში შედის აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება – რუსეთის!;
ვინ არის პასუხისმგებელი? – საპატრიარქო;
დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი;
საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება და რაღაც ამოუცნობ მესამე ბოროტ ძალაზე საუბარი – არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების იაფფასიანი მცდელობა;
change my mind”
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე; სოციალური ქსელი;