ახალი ამბები მთავარი სამართალი

საფინანსო კომპანია „საქართველო“ და მისი დაზარალებულები რ2-სგან 70 მილიონს ითხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველო“ და მისი დაზარალებული მეანაბრეები ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისგან” 70 მილიონ ლარს ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განმარტა, კომპანია გაკოტრდა „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტების გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია  ე.წ. ფინანსური პირამიდა იყო.
„სარჩელი შევიდა სასამართლოში. მე წარმოვადგენ დაზარალებულების პოზიციას, რომლებიც კომპანია „საქართველოდან“ დაზარალდნენ. ახლა დაზარალებულებსა და კომპანია „საქართველოს“ ერთი ინტერესი აქვთ. მათი შეფასებით, ზიანი მიადგათ „რუსთავი 2-ის“ გამო, კერძოდ, 2016 წელს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში „რუსთავი -ის“ მიერ გაკეთებული სიუჟეტების გამო. სიუჟეტებში აღნიშნავდნენ, რომ ეს კომპანია იყო ე.წ. ფინანსური პირამიდა. რეალობა არავის გაუჟღერებია, ვგულისმობ იმას, რომ არ გაუჟღერებიათ, რომ ეს კომპანია ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იყო. არ გაუჟღერებიათ ის, რომ იმ დროისთვის არანაირი ვალდებულება და დავალიანება ჰქონიათ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ასევე, კერძო პირებთან. მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“ წარმოადგენს ერთერთ ლიდერ ტელევიზიას, ხალხის ნდობა აქვს, შესაბამისად, მის მიერ გაკეთებულმა სიუჟეტებმა მოახდინა უარყოფითი შედეგი. ამ პერიოდში მოხდა არნახულად თანხების გადინება კომპანიიდან, თანხა აღარ დარჩა და, ფაქტობრივად, კომპანია გაკოტრდა. ამის შემდეგ უკვე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კომპანიის წინააღმდეგ და კომპანიას დააკისრა 70 მილიონი ლარი.
ამ შემთხვევაში ასეთი ფორმულირებით შევიდა სამოქალაქო წესით სარჩელი, რომ მიზეზობრივი კავშირი არსებობს: „რუსთავი 2-მა“ მიაყენა ზიანი და, შესაბამისად, „რუსთავი 2-მა“ უნდა აანაზღაუროს.
აღასანიშნავია, რომ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ და 900-მდე დაზარალებულის თანხვედრაა. მოწმის სახითაც არიან მითითებული დაზარალებულები, ვის მხარესაც მე წარმოვადგენ. დაზარალებულების მხარეს წარმოვადგენ და არა – საფინანსო კომპანიას. მათი მოთხოვნაა, რომ ეს თანხები აუნაზღაუროს „რუსთავი 2-მა“. მოსარჩელე არის საფინანსო კომპანია „საქართველო“, მოპასუხეა „რუსთავი 2“. დაზარალებულები მოწმეები არიან. ისინი ადასტურებენ იმას, რომ ამ სიუჟეტების მერე მათ გაიგეს ეს ინფორმაცია, მივიდნენ კომპანიაში, მაგრამ უკვე ფული აღარ დახვდათ – ფული გატანილი იყო იმ ხალხის მიერ, ვინც მიასწრო და პირველმა გაიტანა თანხები. დაზარალებულებს არ გააჩნიათ კომპანიის მიმართ პრეტენზია. ისინი მიიჩნევენ, რომ არათუ კომპანიამ დააზარალა, არამედ დააზარალა იმ ტენდენციურმა სიუჟეტებმა, რის საფუძველზეც მოხდა კომპანიის გაკოტრება და ვალდებულების არ შესრულება.
70 მილიონი დაზარალებულებსა და კომპანიაზე უნდა გადანაწილდეს. რეალურად, 2243 დაზარალებულია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს მოთხოვნა აბსურდულია, რადგან მედიის ფუნქციას სწორედ პრობლემის გაშუქება წარმოადგენს და ის ვერ იქნება საფინანსო კომპანია “საქართველოს” ქმედებებზე პასუხისმგებელი, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანმა კუთვნილი ფული დაკარგა.

2017 წლის 31 ივლისს საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....