“პატივს ვცემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ გონიერი კაცია, მაგრამ ბატონ ალიევს სწორედ ეს გონიერება უნდა კარნახობდეს, რომ არა არის საჭირო წაეპოტინო დავით გარეჯას მონასტერს და იმას, რაც შენი არაა. პატივს ვცემ მოწოდებას სიმშვიდისაკენ და ყველას ვარწმუნებ, რომ მშვიდად ვართ. კეთილგონიერებასაც ვიჩენთ და სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც და სწორედ ასეთი სულისკვეთებით განმსჭვალულნი ვიცავთ იმას, რაც ჩვენია. ვიცავთ დავით გარეჯას. ხოლო ფორმა, როგორ დავიცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანის ნაწილია, ამიტომაც რაც მეტი ადამიანი არ დატოვებს დავით გარეჯის მონასტერს, მით უკეთესი. ჩვენო აზერბაიჯანელო მეზობლებო, პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენც ველით თქვენგან პატივისცემას. დავით გარეჯა ჩვენია და რაც ჩვენია, იმას თავი დაანებეთ”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;