ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზედმეტი ემოციები ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს” – ცქიტიშვილი გარეჯზე

“ზედმეტი ემოციები ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს”,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისისვე თქმით, როდესაც მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობას მშვიდი გარემო შევუქმნათ. კომისიამ საკითხები უნდა დაასრულოს და ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ჩვენს და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ინტერესებშია. ყველას მოვუწოდებ, ამ კუთხით სახელმწიფოს მეტი საშუალება მივცეთ, საქმე წყნარ ვითარებაში აკეთოს.
ზედმეტი ემოციები ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს. არ არის გამორიცხული, საპირისპირო მხრიდანაც მსგავსი ემოციური ტალღა იყოს, რაც არ არის სასარგებლო არც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არც ამ პრობლემის გადასაწყვეტად და არც საბოლოო პოზიტიური შედეგის დასადგომად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ემოციებისგან თავი შეიკავონ. კონსენსუსის იმედი მაქვს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამ წუთებში, დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ იმართება.

აღსანიშნავია, რომ დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

იტვირთბა....