სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.
მისივე თქმით, გარეჯში საზოგადოებრივი წესრიგი დაცულია და არ არის პროვოკაციის მოლოდინი.
„სასაზღვრო პოლიცია დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას და ორგანიზებულად მოხდება სალოცავებში მათი აყვანა. ჩიჩხიტურის კოშკთან ბილიკი გახსნილია და მოქალაქეებს ექნებათ ასვლის საშუალება. უბრალოდ, რელიეფი არის ძალიან რთული და მოქალაქეებს ეტაპობრივად ავიყვანთ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ იმართება.
აღსანიშნავია, რომ დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.