“ვერ გეტყვით, რომ კალაძეს ამბიცია არ აქვს. ამბიცია აქვს, მაგრამ გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი პოლიტიკური ინტელექტი არ ყოფნის და არც იმდენი ფული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს. რა თქმა უნდა, ამბიცია აქვს, მაგრამ ის უპირატესობა, რაც მას უნდა გააჩნდეს ივანიშვილთან შედარებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არც ერთ ასპექტში არ აქვს. არც იმდენი ინტელექტი აქვს და არც ფული. თან, მისი ფულის წარმოშობა ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ივანიშვილის”
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე
“ახალი თაობა”