aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოგაშვილი – დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია “ქართულ ოცნებაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსმა სოსო გოგაშვილმა”კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი სამსახური პარტიაში ანალიტიკითაა დაკავებული.

“დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია “ქართულ ოცნებაში”ჩვენი სამსახური პარტიაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძირითადად დაკავებულია ანალიტიკით, მონიტორინგით და კოორდინაციით, შიდა სტრუქტურული, უწყებრივი.

სადამსჯელო დანაყოფი არ არის, რომელიც გამოავლენს და დასჯის ადამიანებს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა პარტიულ დანაყოფში, ასევე ჩვენთანაცაა. ეს სამსახური ჩემი იქ გადასვლის შემდეგ არ შექმნილა. სამსახური იქ არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს. გადავედი იქ, ფაქტობრივად, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, დამსახურებული პენსია, არავინ იცის, ხვალ სად იქნება გოგაშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, გუნდთან ერთად გუნდის შიგნით სად ვიქნები,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

გოგაშვილი 2018 წლამდე სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. აპრეზიდენტო არჩევნებზე, ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....