ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარსალია – სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხორციელდებოდა

ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი, – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გააკეთა.

დარსალიას განცხადებით, სტატუს-კვო შენარჩუნებულია.

კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო. მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებას,“ – განაცხადა დარსალიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დღეს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.  საპატრიარქოს პრესსა,სახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ადგილზე, ფაქტობრივად, აღარ მუშაობს. თუმცა საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე, – ეს განცხადება დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებთაბ საუბრისას გააკეთა.

იტვირთბა....