იუსტიციის არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის კენჭისყრაზე არ დასწრების გამო უკმაყოფილება საბჭოს წევრებმა გამოთქვეს.
რევაზ ნადარაიას თქმით, ანა დოლიძის ქმედება დადასტურებაა, რომ მას სასამართლო სისტემა არ აინტერესებს.
„თუ ანა დოლძე არ დაესწრება კენჭისყრას, იქნება უპასუხისმგბლობა. ეს დადასტურებაა იმისა, რომ მას სასამართლო სისტემა არ აინტერესებს და იყენებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის“, -განაცხადა ნადარაიამ.
ანა დოლძის შესახებ განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა.
„ანა დოლიძემ თქვა, რომ შიგნით საბჭოს წევრების გადალაგება არის „კლანის“ გადალაგებაო. მაინტერესებს, როგორი გადალაგებაა? მაგრამ იმდენად არაკომპეტენტურია, მაგის ახსნა არ აქვს.
ამასთან, ის საკითხის, რომლის გამოც გადავდეთ პროცესი და შესვენება გამოვაცხადეთ, სწორედ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ იყო დაყენებული. ჩვენ მოვიწვიეთ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს საკითხი თვითონ დასვა და ახლა პასუხი არ აინტერესებს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კითხვა დასვა და წავიდა“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.
ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა შესვენების დროს დატოვა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, პროცესი დაშორებულია კონკურსის იდეას და ფორმალური ხასიათი აქვს.