ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

აუდიტის სამსახურმა “გირჩს” მესამედ უჩივლა (ფოტო)

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა, გირჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა.

საქმე ეხება დეკლარაციების შევსების საკითხს.

“მესამე სარჩელი აუდიტის სამსახურისგან.
მოსახლეობას იცავენ გირჩმა რომ არ მოისყიდოს.
ბიუროკრატია”, – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.

როგორც ხვიჩიამ წინა სარჩელთან დაკავშირებით “მეტრონომს” განუცხადა, “გირჩი” არ აპირებს, სასამართლოში ნებით მივიდეს.

ამავე თემაზე: იაგო ხვიჩია –  არ ვაპირებთ, მურუსიძის სასამართლოში ნებით მივიდეთ

იტვირთბა....