“ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა
მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია…შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან – ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა.
ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს – ძალაუფლება.
თვითონ ბიძინა აღარ არსებობს.
ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს.
მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი