aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა მოკლული 7 თვის ბავშვის მამაც დააკავონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

შესაძლოა, კასპის მუნიციპალიტეტში მოკლული 7 თვის ბავშვის მამაც დააკავონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება არა მკვლელობას, არამედ 16 წელს მიუღწეველ პირთან კავშირს.

როგორც “მეტრონომს” შსს-ის პრესცენტრში განუცხადეს, მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ორსულობის დადგომის პერიოდისთვის, გოგონა იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – სექსუალური კავშირის დამყარებას 16 წელს მიუღწეველ პირთან.

“გამოძიება ამ მიმართულებით უკვე მუშაობს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. ამ დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე”. – განმარტავენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე, არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

“2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.
გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.

გამოძიების ინფორმაცით, ბრალდებულმა სოფელ აღაიანში, სახლში, სადაც მეუღლესთან, შვილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, ღამით, 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და თავად სახლიდან გაიქცა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....