“ამ გამარჯვებს ჩვენ ველოდით, “ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქართველი ხალხი არჩევნებს თავისუფალ პირობებში ატარებს და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ TV პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
შეკითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას ასეთი მკაცრი მობილიზაცია და იყო თუ არა მოსყიდვისა და გაყალბების ფაქტები, ბახტაძე ცილისწამებად მიიჩნევს და პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას” აკისრებს.
“ეს ყველაფერი არის “ნაციონალური მოძღაობის” ნარატივი, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ქვეყნის მთავარ მონაპოვარს ჩრდილი მიაყენოს, თუ ვინმე რაიმე ფაქტებში იქნებოდა შემჩნეული, მას ვერავინ დაიცავდა” – განაცხადა ბახტაძემ