ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე – 22 ივნისს ვაპირებთ პარტიის დაფუძნებას

პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ნამდვილად აპირებს პარტიის შექმნას და ამის შესახებ 22 ივნისს გააკეთებს განცხადებს.

ჭიჭინაძეს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება მის პარტიაში.

“მართალია, რომ პარტას ვქმნით, 22 ივნისს ვაპირებთ დაფუძნებასა და გამოცხადებას. პარტიაში ღირსეული ხალხი იქნება. თანასწორი ადამიანებისგან შემდგარი პარტია იქნება, ხალხი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად, თავის დროზე მიატოვა. პლიუს ამას ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ ქვეყანას ცვლილებები ჭირდება და ამის მომტანი არც “ქართული ოცნებაა” და არც “ნაციონალური მოძრაობა”. შუა რგოლში ნამუშევარი ხალხია და ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი სიკეთე აქვთ გაკეთებული, როგორც შუა რგოლის თანამშრომლებს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

იტვირთბა....