საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. დასავლეთ საქარველოში, 23 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.