ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მივესალმები” – იზორია

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში.

მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა, რომელმაც “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

ლევან იზორიამ, ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

იტვირთბა....