“Zurab Girchi Japaridze მოვისმინე შენი პასუხი, ოღონდ ვის პასუხობდი ვერ მივხვდი. ჩვენ არანაირი განცხადება გირჩთან დაკავშირებით არ გაგვიკეთებია. ფბ მოგეხსენება თავისუფალი სივრცეა და ვისაც რა სურს იმას ამბობს, იქნება ეს “ევროპული საქართველოს” თუ “გირჩის” მომხრე. მოვისმინე შენგან ბევრი უსამართლო ბრალდება. მაგრამ მთავარში გეთანხმები – თუ გინდა ვინმე მიიმხრო, მას უნდა ესაუბრო. შალვა შავგულიძის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. ის თავისას გეტყვით (ის რომ შალვა თოჯინაა ვინმეს ხელში უბრალოდ ღვარძლიანი ტყუილია. თუ რამე აქვს ამ კაცს – ვერავინ თავს ვერაფერს მოახვრვს). მოკლედ, შევხვდეთ და ვისაუბროთ ყველა საჭირბოროტო თემაზე. მგონი უკვე დროა”
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა; სოციალური ქსელი;
დღეს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ყველა ძალადობრივი სისტემა “ევროპული საქართველოს” აწყობილია. ჯაფარიძის განცხადებით, თუ ვინმეს “გირჩის” ხმები სურს, უნდა მივიდნენ და არგუმენტებით დაუსაბუთონ რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი.