“მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება” – განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ. მისი განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი „გაწია“ და ის ახლა მაქსიმალური რადიკალიზაციით ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას.
“თუ შენ გადადექი და იძახი, რომ გრიგოლ ვაშაძე არის კარგი ლიდერი, მე ვუჭერ მხარსო, მაშინ შეუთანხმე მას განცხადება და ერთიანი განცხადება გააკეთე. აღარ გააკეთო ეს ჩართვები, ჩახტომები. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ამის ხარჯზე მოხვდა. მისი მოწოდებების გამო, ჩემს ხალხს მოვუწოდე მოვსულიყავით და მხარი დაგვეჭირა „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ის რადიკალიზაცია სიტყვად დარჩენოდა და არა საქმედ” – განაცხადა ჭიჭინაძემ.