ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 ფეხბურთელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 22 მაისს იმსჯელებს

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 22 მაისს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

იტვირთბა....