ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეები ათამდე მისამართზე ეწყობა

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო.

ამ დროისთვის, სამუშაოები ათამდე მისამართზე, მათ შორის, პოლიტკოვსკაიას N41ა-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N15 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ, ყაზბეგის N49-ში, ასევე წყნეთში, „გ ზონაში“ მიმდინარეობს. დაგეგმილ პროექტებს შორის კი ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-16 კორპუსების, აბაშიძის N22-24-ის, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8 კორპუსის, მოსაშვილის N9 და ფალიაშვილის N10-ის მიმდებარე ტერიტორიებია.

დასასვენებელ სივრცეებში, პროექტების თანახმად, განთავსდება ურბანული ავეჯი, საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები.

დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს.

აღნიშნული პროექტების გარდა, სამ მისამართზე შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა.

იტვირთბა....