ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუკი სააკაშვილი ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი 19 მაისს გამართულ არჩევნებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი აზრით, თუკი მიხეილ სააკაშვილი მოიკლავს წარსულ დღეებს და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს “ოცნების” პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია.

“თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია. 1. მიშა ვერ ამარცხებს ოცნებას; 2. ვერც წარსული ერევა მომავალს; 3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში.
თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია. თუკი ჩაებღაუჭება იმას რაც დღეს აქვს მუდამ მდევარის როლში დარჩება, მეორე იქნება ცვლილება კი არ იქნება. ამოცანის გასაღები ნაცმოძრაობაშია და არა ოცნებაში. ესენი სულ ასე იქნებიან, წაგებისთვის განწირული მეორე, რაც ბიძინას თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად. მიშა მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე. ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა…” – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, 19 მაისს საქართველოს რიგ რეგიონებში საკრებულოს, მერის და შუალედური მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა, სადაც ყველგან “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ერთადერთი – მეორე ტური მთაწმინდაზე უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....