ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

17 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მთაწმინდაზეა

ცესკო-ის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 26,6% – მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნებზე, ამავე საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 31,1% იყო.

ყველაზე მეტი აქტიურობა საგარეჯოშია. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად 309 ამომრჩეველია. საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო – 49,5% (11 931 ამომრჩეველი).

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:

ახმეტა – 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული – 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი – 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა – 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული – 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო – 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 38,6% (46 702 ამომრჩეველი).

იტვირთბა....