“ქართული ოცნების” ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა. მან წარმოადგინა ჩანაწერი და განაცხადა, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისშია გაკეთებული.
თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრობა” პროვოკაციას გეგმავს.
“მოგესალმებით, საარჩევნო უბნებზე რეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმ,ა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს ერთადერთი რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია რომ დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტიბი, მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ.
დღეს მიმდინარე მოვლენებმა ეს დაადასტურა, როგორც სჩანს მიუხედავად პოლარიზაციისა ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადმიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი. რომლის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.
ბუნებრივია, ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ ტავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ვციტირებ ,,ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო. მთელ ჩვენს ქვეყანას ძვირფასო საზოგადოებავ, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადურებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს და გაფრთხილებთ არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და რა გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, ჩანაწერი უკვე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.