თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ასევე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ალასანიას განცხადებით, ის თბილისში სპეციალურად შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
“შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადმაიანი, რომელმაც იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც ჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. მე სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, აქ არ ვიყავი, რომ მე დავუდგე მხარში, დღეს მას სჭირდება მხარდაჭერა. მოვედი მეგობრის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. არჩევნებში 20 კანდიდატი მონაწილეობს.