არჩევნები ახალი ამბები მთავარი

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. არჩევნებში 20 კანდიდატი მონაწილეობს.

საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 43,908 ადამიანი.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

იტვირთბა....