aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

რულოვსი – ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ძალა ერთობაშიას” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა ევროპულ მომავალს მისცა.

რულოვსის განცხადებით, ის ამომრჩევლების მხარდაჭერაში დაწმუნებულია.

„დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს. მე მხარდაჭერაში დარწმუნებული ვარ, ამას ვნახავთ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება დღევანდელი დღე. მთელი ქვეყნის მოლოდინი არის ზუგდიდის არჩევნების შედეგი, ამ არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელობა“,- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

იტვირთბა....