ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე სანდრა რულოვსის თანმხლები პირი ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
ლევან თორია ტელე-რადიოკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტია და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს ინციდენტის დღეს დადიანების სასახლეში თან ახლდა.
დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტზე ასევე დაკავებულია გელა კვარაცხელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დღეს პატიმრობა შეუფარდა.