მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს, პროფესიონალს, პროფესორს, იურისტს, ადვოკატს, რომ იაქტიურონ, –
ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე საუბრისას.
ანა დოლიძე მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და შეიტანონ განაცხადი საბჭოში, რათა არჩევანი იყოს კარგსა და უკეთესს შორის.
ჩვენ უნდა ავარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის. არ მინდა, საბჭო დადგეს მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო და პროცესი 31 მაისს დასრულდება.