„ერთი თვის წინ, ბათუმელებს შევპირდით, რომ პროექტს დავიწყებდით. დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში, მოეძებნათ ადგილი, სივრცე, სადაც შევძლებდით ამ პროექტის განვითარებას. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? მაშინ რატომ მისვამთ ამ შეკითხვას. ერთი თვის წინ არჩევნები იყო? მეგობრებო, არ შეიძლება, ყველაფერი დავუკავშიროთ არჩევნებს. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პრიორიტეტები – ეროვნული იდეა, განათლების სახით და ამ იდეის რეალიზაციას ჩვენ უზრუნველვყოფთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, არჩევნები ტარდება თუ არა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები იქნება“.
მამუკა ბახტაძე, პრემიერმინისტრი
პრემიერმა აღნიშნული გაცხადება ჟურნალისტების შეკითხვის – “არის თუ არა ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”, საპასუხოდ გააკეთა.