aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუგდიდში ჩაგვყავს გაერთიანებული ოპოზიციის 1 400 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების 2000-მდე წარმომადგენელი და 1000-მდე მოხალისე” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ზუგდიდში ოპოზიცია არანაირ არეულობას არ გეგმავს.

მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციას საარჩევნოდ ზუგდიდში ჩაჰყავს ოპოზიციური პარტიის 1 400 წარმომადგენელი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის 2000-მდე წარმომადგენელი.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, “ქართული ოცნება” საქართველოს მართვას ცდილობს სიყალბით, “ფეიკ ნიუსებით” და დიქტატით.

„აბსოლუტურად, შეუძლებელია ერის არსებობა იმ პირობებში, როდესაც მუდმივად საჭიროა ქვემოდან რევოლუცია, იმისთვის, რომ ზემოდან დიქტატი მოიშოროს. ხელისუფლების ე.წ. წარმომადგენლები გამოდიან და ასრულებენ “ლეღვის ფოთლის” როლს, შრიალებენ და ამტკიცებენ, რომ ე.წ. ქართული ოცნება ელოდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” და გაერთიანებული ოპოზიციისგან არეულობის მოწყობას ზუგდიდში, რომ ჩვენ, თითქოს პროვოკაციებს ვამზადებთ, რისთვისაც ზუგდიდში ჩამოგვყავს მხარდამჭერები. ამაზე დიდი სიყალბე, მითუმეტეს იმ ძალისგან, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს იპარავს, სრულიად წარმოუდგენელია. 2013 წლიდან ყველა არჩევნებზე, ადგილი აქვს პროვოკაციას, პირად შეურაცხყოფას, დაშინებას, მოსყიდვას, ბიულეტენის ჩაყრას და საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის იგნორირებას და ჩვენზე ლაპარაკობენ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები და 2018 წელი, როდესაც რეკორდი დაამყარა ე.წ “ქართულმა ოცნებამ” პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი. არ მინდა დავასახელო ქვეყნები, მათი მაგალითებიც კი გადაფარა”,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ოდირის, ეუთო-ს დასკვნას, მისი თქმით, ეტყობა არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას ხელისუფლება არ აპირებს. მისი თქმით, ეს ჩანს ზუგდიდში, მარნეულშიც, ხულოშიც და ყველა იმ ქალაქში, სადაც არჩევნები ტარდება.

“ჩვენ მართლაც ჩამოგვყავს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, რადგან ვნახეთ რა მეთოდებით მოქმედებს “ქართული ოცნება”. შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს ოპოზიციური პარტიების 1 400 წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ ხელისუფლების კონტროლს ქვეშ, ჩამოდის არასამთავრობო ორგანიზაციების 2000-მდე წარმომადგენელი. ჩამოგვყავს 1000-მდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული აქვთ უმკაცრესი ინსტრუქცია გაერთიანებული ოპოზიციის ხელმძღვანელებისგან, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას. ამ ქვეყანაში, ცივილიზებული პოლიტიკური ძალა გაერთიანებული ოპოზიციაა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდსი მერის რჩევნები 19 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....